Keyboard AI AppleStore აპია, რომელიც iPhone კლავიატურაზე შეტყობინებების გენერირებაში დაგეხმარებათ და გექნებათ ChatGPT-თან ინტეგრირებული კლავიატურა: კლავიატურაზე აკრეფთ დავალებას - შეტყობინების კონტექსტს, რომლის მიღებაც გსურთ (მაგალითად, მესიჯი მენეჯერისთვის, რომ თქვენ მნიშვნელოვან შეხვედრას ვერ დაესწრებით) და ირჩევთ ტექსტის სტილს, რომლითაც გსურთ მისი გაგზავნა. AI-ს ამჟამად შემდეგი სტილით შეუძლია შეტყობინებების გენერირება: მხიარული; არაფორმალური; მოკლე; სარკასტული; პროფესიონალური; ემოჯის დამატებით; თავაზიანი; ელექტრონული ფოსტის ფორმით; მტკიცებითი.
ამ მხრივ, Keyboard AI გამოადგება მათთვის, ვისაც, რაიმეს სათქმელად, ზოგჯერ შესაფერისი სიტყვის პოვნა უჭირს.
გარდა ამისა, KAI-ს დახმარებით თქვენ შეგიძლიათ თარგმნოთ შეტყობინებები სხვა ენაზე მესინჯერიდან გაუსვლელად. აპლიკაციას ასევე აქვს გრამატიკის შემოწმების ფუნქციაც.