მრავალრიცხოვანი მოსახლეობა, მიწის დიდი ფართობები, კლიმატური ზონები, რომლებიც სხვადასხვა კულტურის მოსაყვანად ვარგისია - ეს მცირე ჩამონათვალია იმ „სიკეთეებისა“, რომელიც საკვების ლიდერ მწარმოებელ ქვეყნებს გააჩნიათ.
მსოფლიოში 4 ასეთი უდიდესი ქვეყანაა, რომლებიც ყველაზე მეტ საკვებს აწარმოებენ და ესენია: ჩინეთი, ინდოეთი, აშშ და ბრაზილია.
ჩინეთი
2023 წლის უახლესი მონაცემებით, ჩინეთი მსოფლიოში წამყვანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მწარმოებელი იყო, რომლის წლიური წარმოება 1.69 ტრლნ დოლარს შეადგენდა. FAO-ს მონაცემებით, ჩინეთს მსოფლიოს სახნავ-სათესი მიწების მხოლოდ 10% უჭირავს, თუმცა გლობალური მარცვლეულის წარმოების მეოთხედს აწარმოებს და პლანეტაზე ლიდერობს მარცვლეულის, ბამბის, ხილის, ბოსტნეულის, ხორცის, ფრინველის, კვერცხისა და თევზის პროდუქტების წარმოებაში.
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი ძალიან მთიანი ან ძალიან მშრალია სოფლის მეურნეობისთვის, მისი აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონების მდიდარი ნიადაგები უკიდურესად პროდუქტიულია.
ინდოეთი
მოსახლეობის რაოდენობით მსოფლიოში ყველაზე დიდი ქვეყანა, ინდოეთი, 2023 წელს 553.69 მლრდ დოლარის ოდენობის სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოპოვების მხრივ მეორე ადგილზეა.
ინდოეთი მსოფლიოში რძის, პარკოსნების უდიდესი მწარმოებელია. ის მსოფლიოში სიდიდით მეორე მწარმოებელია, ისეთი პროდუქტების, როგორიცაა: ბრინჯის, ხორბლის, შაქრის ლერწმის, ხილის, ბოსტნეულის, ბამბისა და მიწისთხილის.
აშშ
აშშ 2023 წელს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების რაოდენობით მესამე ადგილზე იყო 459.85 მილიარდი დოლარით, საიდანაც 443.15 მილიარდი დოლარი საკვებზე მოდიოდა.
2023 წელს აშშ გლობალური წამყვანი სასოფლო-სამეურნეო ექსპორტიორი იყო, ექსპორტის ღირებულებამ 171.15 მლრდ დოლარი შეადგინა.
ბრაზილია
2023 წელს ბრაზილია მსოფლიოში მეოთხე ადგილზე იყო სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებელთა შორის, რომლის წარმოებული პროდუქცია 281.74 მლრდ დოლარს შეადგენდა. ბრაზილიის სოფლის მეურნეობის სურსათის წარმოებამ 270.58 მლრდ დოლარი შეადგინა.
ბრაზილიის ეკონომიკა ისტორიულად სოფლის მეურნეობაზე, განსაკუთრებით შაქრის ლერწამზე იყო დამოკიდებული. სოფლის მეურნეობაში დასაქმებული სამუშაო ძალის წილი ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში სტაბილურად შემცირდა, 1991 წლის 20%-დან 2023 წლისთვის 8%-მდე.
ბრაზილია სოიოს, ნედლი შაქრისა და ფრინველის ხორცის წამყვანი გლობალური ექსპორტიორია. 2023 წელს მისი სოიოს ექსპორტი 53.1 მლრდ დოლარი იყო, რაც ერთი ქვეყნიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ყველაზე დიდი მაჩვენებელი იყო.
წყარო: investopedia.com bpn.ge