2026 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, საქართველოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში მოქალაქეების მიერ დაგირავებული ქონების ჯამური ღირებულება 2.135 მლრდ ლარს აღემატება.
დალომბარდებულ ქონებაში ყველაზე დიდი წილი ოქროსა და სხვა ძვირფას ლითონებზე მოდის, რომელთა ღირებულებამ 1.618 მლრდ ლარი შეადგინა.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში დაგირავებული ძვირფასი ლითონების ღირებულება მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. 2025 წლის მესამე კვარტალში ეს მაჩვენებელი 1.238 მლრდ ლარს შეადგენდა.
ამავე პერიოდის მონაცემებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების მოცულობამ 2 236 223 359 ლარი შეადგინა, იურიდიულ პირებზე კი — 19 146 228 ლარი.