აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შუალედურ არჩევნებში დემოკრატები უმრავლესობას თუ მოიპოვებენ, შესაძლოა, მას ხშირად მოუწიოს ვეტოს უფლების გამოყენება.

„შესაძლოა მისტერ ვეტო გავხდე. ისინი კანონპროექტებს გამომიგზავნიან, მე კი ვეტოს დავადებ. საბოლოოდ, ერთი ან ორი თვის განმავლობაში, ყველაფერზე ვეტოს დადების შემდეგ, მიხვდებიან, რომ ეს უბრალოდ დროის ფუჭად კარგვაა, მოვლენ და შეთანხმებას მიაღწევენ“, – განაცხადა ტრამპმა ინტერვიუში, რომლის სრული ვერსიაც დღეს უნდა გამოქვეყნდეს.

როგორც „ბლუმბერგი“ იტყობინება, ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ტრამპმა ღიად დაუშვა შესაძლებლობა, რომ მისმა პარტიამ შესაძლოა, შუალედური არჩევნები წააგოს.

ინტერვიუს კიდევ ერთ ნაწყვეტში ტრამპმა თქვა, შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, პრეზიდენტად ხელახლა არჩევა „ძალიან გაუხარდებოდა“, თუმცა, როგორც აღნიშნა, კონსტიტუცია ამ საკითხზე „ძალიან ზუსტია“.

ცნობისთვის, აშშ-ის კონსტიტუციის 22-ე შესწორების თანახმად, პრეზიდენტის ორზე მეტი ვადით არჩევა აკრძალულია. რაც შეეხება შულადურ არჩევნებს ისინი 3 ნოემბერს ჩატარდება.

1tv.ge