2026 წლის 1-ელი ნოემბრიდან რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა ზამთრის სამუშაო გრაფიკზე გადავიდა.

ცვლილების შესაბამისად, საბაგირო გზა მგზავრებს ყოველდღიურად, 10:00-დან 22:00 საათამდე მოემსახურება, ნაცვლად 24:00 საათისა.

აღნიშნული სამუშაო გრაფიკი ძალაში იქნება 2027 წლის 1-ელ ივნისამდე.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ სამუშაო განრიგის ცვლილება.

ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს