ყველაზე გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის რეიტინგში ჰონკონგმა პირველი ადგილი დაიკავა.

 


Oliver Wyman Forum-ის  კვლევის მიხედვით, აზიური ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის წარმატება, იაფი მგზავრობით, დაგვიანებებისა და ტექნიკურ ხარვეზების დაბალი მაჩვენებლით და ფინანსური მდგრადობით აიხსნება.

 


საუკეთესო საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემების ხუთეულში, ჰონკონგის შემდეგ, ციურიხი, სტოკჰოლმი, სინგაპური და ჰელსინკი მოხვდნენ. აღნიშნული ქვეყნების უმეტესობამ, ბოლო წლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაში დიდი ინვესტიცია დააბანდა, რომლის ნაწილი ტექნოლოგიურ განვითარებას დაეთმო.