რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის მოსკოვში შეხვედრა შესთავაზა, ზელენსკიმ უარი თქვა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი და საინფორმაციო სააგენტო AFP-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

კერძოდ, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა BBC-ის უთხრა, რომ უკრაინამ “დაუყოვნებლივ უარყო” ვლადიმერ პუტინის წინადადება, რომ ლიდერები ერთმანეთს მოსკოვში შეხვედროდნენ.

უფრო ადრე, AFP-მ ინფორმაცია გაავრცელა, რომ პუტინმა მსგავსი წინადადება დონალდ ტრამპთან ორშაბათს გამართული საუბრის დროს გააჟღერა.

“როგორ რეაქციას ელით ჩვენგან? მან [პუტინმა] თქვა ეს, ყველამ დაუყოვნებლივ უარყო, და გუშინ უკვე გავცდით ამ თემას”, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, დმიტრო ლიტვინმა BBC-სთან საუბარში.

წყარო: ipn.ge