უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, შეწყვიტოს ბუდაპეშტის „შევიწროება“. აღნიშნულის შესახებ უნგრეთის მთავრობის მეთაურმა უნგრული დრონების შესახებ ზელენსკის განცხადებების საპასუხოდ განაცხადა.

„უნგრეთი ნატო-ს და ევროკავშირის წევრია. უკრაინა ამ ორი ორგანიზაციის მხარდაჭერის გარეშე დიდი ხნის წინ ჩამოიშლებოდა. პრეზიდენტო ზელენსკი, სრული პატივისცემით, შეწყვიტე ჩვენი შევიწროება“, – წერს ორბანი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის საჰაერო სივრცე სავარაუდოდ, უნგრულმა სადაზვერვო დრონებმა დაარღვიეს.