პოლონეთში ლატარიის ბილეთების ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.

პოლონური მედია წერს, რომ 39 და 55 წლის საქართველოს მოქალაქეებმა ერთ-ერთი ბენზინგასამართ სადგურიდან ლატარიის გადასაფხეკი ბილეთები, ჯამში 207 ცალი მოიპარეს.

მედია წერს, რომ პოლიციამ ქურდობაში ბრალდებულები სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებიდან ამოიცნო.

ამასთან, როგორც ცნობილია, ზარალი დაახლოებით 2 000 ზლოტს შეადგენს.

დაკავებულებს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.