პოლონეთი და ლიეტუვა ბელარუსთან საზღვრის ჩაკეტვის საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. მიზეზი ბელარუსში მყოფი კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ წევრებისგან მომავალი საფრთხეა.
„ეს შეიძლება, იყოს გარკვეული ჯგუფები, რომლებსაც საზღვარზე, მაგალითად, მიგრანტები გადაჰყავთ, რომლებიც ეცდებიან რამე არეულობა გამოიწვიონ საზღვარზე“, – განაცხადა ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, არნოლიდას აბრამავიჩუსმა. ანალოგიური განცხადება გაკეთდა პოლონეთშიც