Phillips 66, საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით აშშ-ის ერთ-ერთი უდიდესი დამოუკიდებელი ნავთობგადამამუშავებელი კომპანია, თავისი პარტნიორის, Cenovus Energy Inc.-ის წილს WRB Refining LP-ში 1.4 მილიარდ დოლარად ნაღდი ფულით გამოისყიდის.
WRB Refining LP Phillips 66-ისა და კანადური Cenovus Energy-ის ერთობლივი საწარმოა, რომელშიც კომპანიებს 50–50%-იანი წილები ეკუთვნის.
გარიგების შედეგად, Phillips 66 გახდება ერთადერთი მფლობელი WRB Refining-ისა და მისი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების – ილინოისის შტატში მდებარე Wood River–ის და ტეხასის შტატში მდებარე Borger–ის, რომელთა კომბინირებული გადამუშავების სიმძლავრე დღეში დაახლოებით 495,000 ბარელს შეადგენს.