Sotheby's აუქციონის სახლი აუქციონზე გაიტანს მაისურს, რომელიც პელეს 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ეცვა. ლოტის სავარაუდო ღირებულება 6 მილიონ დოლარზე მეტია, წერს The Athletic.
მაისური იქნება ყველაზე ძვირადღირებული ნივთი პელეს კოლექციიდან, რომელიც ოდესმე გაყიდულა აუქციონზე. მან შესაძლოა ასევე მოხსნას ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო მაისურის რეკორდი, რომელიც ეკუთვნის დიეგო მარადონას - მისი მაისური 2022 წელს 9,28 მილიონ დოლარად გაიყიდა.
1958 წელს პელე 17 წლის იყო. მან ორი გოლი გაიტანა შვედეთის წინააღმდეგ და რჩება ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშედ, ვინც ოდესმე გოლი გაიტანა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში. ის მატჩი ბრაზილიამ 5:2 მოიგო. თამაშის შემდეგ სპორტსმენმა თავისი მაისური თანაგუნდელს აჩუქა.