მონაცემთა დამუშავების ცენტრების ეკოლოგიური კვალი უკვე შედარებადია მსოფლიოს უდიდესი ქვეყნების მაჩვენებლებთან, – ნათქვამია 3 ივნისს გამოქვეყნებულ გაერთიანებული ერების უნივერსიტეტის ანგარიშში.
პროგნოზების თანახმად, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ზრდასთან ერთად, მათ მიერ წყლის და ენერგიის მოხმარება, ასევე დაბინძურების მაჩვენებელი სულ რაღაც ოთხ წელიწადში გაორმაგდება. მონაცემთა დამუშავებიტს ცენტრების ინდუსტრიის ზრდის მნიშვნელოვანი ნაწილი ხელოვნური ინტელექტით არის განპირობებული. ამჟამად, მათი ენერგიის მოხმარების დაახლოებით 20 პროცენტი ხელოვნურ ინტელექტთან არის დაკავშირებული, მაგრამ 2030 წლისთვის ეს წილი შეიძლება 40 პროცენტამდე გაიზარდოს, – ნათქვამია ანგარიშში.