პარიზში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად 16 ადამიანი დაშავდა, აქედან შვიდი მძიმე მდგომარეობაშია.

საფრანგეთის დედაქალაქის მეხუთე ოლქში აფეთქებამ შენობებში ხანძარი გამოიწვია.

ქალაქის მერის, ფლორენს ბერტუტის განცხადებით, ხანძრის მიზეზი გაზის აფეთქება გახდა.

აფეთქება საღამოს 5 საათის მოხდა. ადგილზე საპატრულო პოლიცია და მეხანძრე-მაშველები არიან მობილიზებული.