OPEC+-ის რვა ქვეყანამ (საუდის არაბეთი, რუსეთი, ერაყი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ქუვეითი, ყაზახეთი, ალჟირი და ომანი) 3 მაისს ვირტუალური შეხვედრა გამართა და შეთანხმდნენ, რომ ივნისში ნავთობის წარმოება მაისთან შედარებით დღეში 411 000 ბარელით გაეზარდათ. ამის შესახებ ინფორმაცია OPEC+-ის ვებსაიტზე გამოქვეყნდა.
2023 წელს ალიანსის წევრებმა გადაწყვიტეს, შეეზღუდათ წარმოება შეთანხმებული კვოტებით, რათა ფასები შედარებით მაღალი შენარჩუნებულიყო. ზოგიერთმა ქვეყანამ, საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით, ნებაყოფლობით დააწესა დამატებითი შეზღუდვები. ახლა რვავე თანდათან უბრუნდება წარმოების ნორმალურ დონეს და ამას მოსალოდნელზე უფრო სწრაფი ტემპით აკეთებს.