EastFruit-ის ანალიტიკოსების ცნობით, ომის მიუხედავად, 2023 წლის პირველ ნახევარში უკრაინამ სამჯერ გაზარდა გაყინული ჟოლოს ექსპორტი აშშ-ს ბაზარზე. ამით უკრაინა პირველად შევიდა აშშ-ში გაყინული ჟოლოს უმსხვილესი მომწოდებლების ათეულში და მე-8 ადგილი დაიკავა.
ამავდროულად, უმსხვილესი ექსპორტიორების რეიტინგის ტრადიციულმა ლიდერებმა მექსიკამ, ჩილემ და სერბეთმა ოდნავ შეამცირეს ექსპორტის მოცულობა, თუმცა, სხვებთან შედარებით მათი წილი მაინც მნიშვნელოვნად დიდია.
„უკრაინიდან გაყინული ჟოლოს მიწოდება აშშ-ს ბაზარზე, ისევე როგორც ამ მიწოდების პოზიტიური დინამიკა, ძალიან მნიშვნელოვანი გარღვევაა, მიუხედავად იმისა, რომ მოცულობები არც თუ ისე დიდია. მაშინ, როცა ევროკავშირში ფასები საშუალოდ ორჯერ ან მეტჯერ დაეცა გაყინულ ჟოლოზე, აშშ-ში მისი ფასი მხოლოდ 10-15%-ით შემცირდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გაყინული ჟოლოს იმპორტიორები შეერთებულ შტატებში მზად არიან გადაიხადონ მაღალი ფასი ხარისხიან პროდუქტში“, - ამბობს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საინვესტიციო დეპარტამენტის ეკონომისტი ანდრეი იარმაკი.
2023 წლის პირველ ნახევარში შეერთებულ შტატებში 23,5 ათასი ტონა გაყინული ჟოლო შევიდა, რაც თითქმის 9 000 ტონით ნაკლებია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 3,2 ათასი ტონით ნაკლები, ვიდრე 2021 წლის პირველ ნახევარში.