კომპანია Microsoft-ი 2025 წლის 5 მაისს დახურავს Skype-ის სერვისს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
Skype-ის დახურვა დაეხმარება Microsoft-ს, ფოკუსირება მოახდინოს Teams-ის სერვისზე, კომუნიკაციის შეთავაზებების გამარტივებით.
Skype-ი 2003 წელს შეიქმნა.
Skype, ან, როგორც თავდაპირველად უწოდებდნენ, Skyper - 2003 წელს, ნიკლას ზენსტორმმა და იანუს ფრისმა დააარსეს ხედვით, რომ კომუნიკაცია ყველასათვის უფასო და ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო. აპლიკაციის პროგრამულ უზრუნველყოფაზე ოთხმა ესტონელმა დეველოპერმა იმუშავა და მალევე შეიქმნა პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს ტექსტური შეტყობინებებით და ხმოვანი ზარებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით აკავშირებდა, ტრადიციული სატელეფონო ქსელების გვერდის ავლით და, შესაბამისად, უფასოდ.
ის ესტონელი დეველოპერების გუნდმა შექმნა შვედური კომპანია Tele2-ის ყოფილი თანამშრომლების, ნიკლას ზენსტრემისა და იანუს ფრისის მონაწილეობით.
2011 წელს Microsoft-მა აღნიშნული სერვისი 8.5 მილიარდ დოლარად შეიძინა.
2019 წელს Microsoft-მა გამოაცხადა, რომ Skype for Business-ი შეწყვეტდა არსებობას (ეს საბოლოოდ 2021 წელს მოხდა) და ორგანიზაციებს მოუწოდა, გადასულიყვნენ Microsoft Teams-ზე.