2026 წელს ADB-ის 59–ე ყოველწლიურ შეხვედრას უზბეკეთი უმასპინძლებს. ღონისძიება მომავალი წლის 7 მაისს ჩაინიშნა..

წელს ADB-ის ყოველწლიურ შეხვედრას (რიგით 58-ე) იტალია, მილანი მასპინძლობს. ყველაზე მსხვილ ფორუმს 4–7 მაისს 5 000–ზე მეტი დელეგატი ესწრება.

წლევანდელი ყოველწლიური შეხვედრის თემაა - „გამოცდილების გაზიარება, მომავლის მშენებლობა“. ჩვენი განვითარებადი წევრი ქვეყნების წინაშე არსებული ახალი გაურკვევლობების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ერთად მოვძებნოთ საკითხის ინოვაციური გადაწყვეტები.

აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონული ეკონომიკა გამოწვევებს მყარი პოზიციიდან შეხვდა, თუმცა წინ დიდი გაურკვევლობაა. ასეთ რთულ დროს ADB წევრი სახელმწიფოებისთვის კვლავ ურყევ პარტნიორად რჩება.

როგორც პრეზიდენტი, მე ვალდებული ვარ, მხარი დავუჭირო ჩვენს წევრ ქვეყნებს ეკონომიკური შოკების მიმართ მდგრადობის გაზრდაში, მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაში, სამუშაო ადგილების შექმნაში, ასევე, სიღარიბეში მყოფი და ყველაზე დაუცველი სოციალური ფენის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.

არსებული გამოწვევების ფონზე, რეფორმები უნდა გაგრძელდეს გრძელვადიანი ზრდისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. წევრმა ქვეყნებმა ორი ძირითადი სტრატეგია უნდა განახორციელონ: პირველი - სტაბილურობის და ინვესტიციების შესანარჩუნებლად გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის გატარება; მეორე - რეგიონული კავშირის გაძლიერება რეგიონის კოლექტიური მდგრადობის გასაძლიერებლად“, - განაცხადა მასატო კანდამ.