ამერიკულმა ჩიპების მწარმოებელმა კომპანია Nvidia Corp.-მა გამოაცხადა გრძელვადიანი პარტნიორობის შესახებ Corning-თან, რომელიც სპეციალიზებული მინის, კერამიკის და ოპტიკურ–ბოჭკოვანი პროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა.
პარტნიორობის ფარგლებში, Nvidia 500 მილიონ დოლარს ჩადებს ჩრდილოეთ კაროლინასა და ტეხასში სამი ახალი ქარხნის მშენებლობაში, რომლებიც მონაცემთა დამუშავების ცენტრებისთვის ოპტიკურ-ბოჭკოვან წარმოებას უზრუნველყოფენ.
შედეგად, აშშ-ში Corning-ის ასეთი პროდუქციის წარმოების სიმძლავრე ერთ-ნახევარჯერ გაიზრდება, – ნათქვამია ერთობლივ პრესრელიზში.