დანიურმა ფარმაცევტულმა კომპანია Novo Nordisk-მა 2025 წლის მეორე კვარტალში წმინდა მოგება 32%-ით, ხოლო შემოსავალი 13%-ით გაზარდა.

კომპანიის საოპერაციო მოგებამ გასულ კვარტალში ბაზრის მოლოდინები არ გაამართლა, ხოლო შემოსავალმა პროგნოზებს გადააჭარბა.

Novo Nordisk-ის წმინდა მოგებამ აპრილ-ივნისში 26.5 მილიარდი დანიურ კრონას (4.12 მილიარდი აშშ დოლარი) მიაღწია, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 20.05 მილიარდი დანიურ კრონას შეადგენდა. კვარტალური EBIT 29%-ით გაიზარდა 33.45 მილიარდ დანიურ კრონამდე.

კომპანიის შემოსავალი აპრილ-ივნისში 76.86 მილიარდ კრონამდე გაიზარდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი - 68.06 მილიარდ კრონამდე. გაყიდვები, გაცვლითი კურსის სხვაობების გამოკლებით, 18%-ით გაიზარდა.

ვრცლად interfax – ზე