დანიური ფარმაცევტული კომპანია Novo Nordisk-ის აქციები კვირის დასაწყისიდან ერთი მესამედით დაეცა მას შემდეგ, რაც მან მთელი წლის პროგნოზები შეამცირა და ახალი აღმასრულებელი დირექტორი დანიშნა, რამაც კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 206 მილიარდ დოლარამდე შეამცირა.

ახლა Novo Nordisk-ი საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით ევროპის ტოპ 10 კომპანიას შორის აღარ არის, თუმცა თვე–ნახევრის წინ სიის სათავეში იყო.

29 ივლისს კომპანიამ მიმდინარე წლის შემოსავლებისა და საოპერაციო მოგების პროგნოზები შეამცირა: ამჟამად ის შემოსავლების 8-14%-იან ზრდას და საოპერაციო მოგების 10-16%-იან ზრდას ელის, თუმცა წინა პროგნოზი მაჩვენებლების შესაბამისად 13-21%-იან და 16-24%-იან ზრდას ითვალისწინებდა.

გაუარესებული პროგნოზები მათ შორის განპირობებულია Novo Nordisk-ის ყველაზე პოპულარული პრეპარატების მოსალოდნელი გაყიდვების შემცირებით.

ვრცლად interfax–ზე