ნორვეგიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მყინვარი იმდენად შემცირდა, რომ მთის ქვეშ, ტურისტებისთვის ხილული აღარ იქნება. ამის შესახებ NRK იტყობინება, წერს „ევროპეისკაია პრავდა“.

ნიგარდსბრინის მყინვარი (Nigardsbreen Glacier) ერთ-ერთია, რომელიც ყველაზე მეტად დადნა 2024 წლის ზაფხულში. ეს არის უფრო დიდი – იოსტედალსბრინის მყინვარის მკლავი, რომელიც მდებარეობს მთიანეთში ქალაქ ოლესუნს და ბერგენს შორის.

ნიგარდსბრინი ადრე ადვილად შესამჩნევი იყო იმ ადგილიდან, სადაც ფეხით მისვლა იყო შესაძლებელი და ყოველწლიურად ათიათასობით ტურისტს იზიდავდა. 

ბოლო ათი წლის განმავლობაში მყინვარმა 400 მეტრზე მეტი დაიწია უკან. ამ ზაფხულს ის კიდევ 42 მეტრით დაბრუნდა მთებში და აღარ ჩანს კლასიკური თვალსაჩინო წერტილიდან. ჰელსტუგუბრინის მყინვარმა ახლომდებარე იოტუნჰაიმენის ეროვნულ პარკში 2023 წლის შემდეგ უკან დაიხია 19 მეტრით. მსგავსი პროცესები ხდება ნორვეგიის სხვა მყინვარებთან. ბოლო 16 წლის განმავლობაში ოცი მყინვარი მთლიანად გაქრა.

მეცნიერები ასეთ რადიკალურ დნობას კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ.