სამხრეთ აფრიკისა და ახალ ზელანდიის ნაკრებებს შორის „რაგბის უდიდესი მეტოქეობის“ სერიის მეორე შეხვედრა 29 აგვისტოს კეიპტაუნში გაიმართება.

ამ მატჩის მთავარ მსაჯად ქართველი ნიკა ამაშუკელი იყო დანიშნული, რომელიც ავადმყოფობის გამო სამხრეთ აფრიკაში ვერ გაემგზავრა. მის ნაცვლად შეხვედრას ავსტრალიელი ანგუს გარდნერი მომსახურება.

ქართველი მსაჯი კი 5 სექტემბერს აღნიშნული სერიის მესამე მატჩს იოჰანესბურგში განსჯის, სადაც მისი ასისტენტები ანგუს გარდნერი და ინგლისელი კრისტოფ რიდლი იქნებიან.

1tv.ge