საშუალოდ 24 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა უყურა ამერიკული ფეხბურთის ორ თამაშს, რომლებიც გადაიცემოდა Netflix Inc-ის სტრიმინგ სერვისზე საშობაო დღესასწაულზე – ამის შესახებ კომპანია Nielsen-ის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.
ეს არის რეკორდული აუდიტორია ეროვნული საფეხბურთო ლიგის (NFL) თამაშების ონლაინ ტრანსლაციისთვის, წერს The New York Times.
თუმცა, ბიონსეს კონცერტმა Houston Texans-ისა და Baltimore Ravens-ის თამაშის შესვენებაზე მაყურებელთა კიდევ უფრო დიდი ინტერესი გამოიწვია - მას Netflix-ის 27 მილიონი მომხმარებელი უყურებდა.
მიუხედავად ახალი რეკორდისა, სტრიმინგის სერვისებმა ამერიკული ფეხბურთის მაყურებელთა რაოდენობით რეგულარული სატელევიზიო არხების მაჩვენებლები ჯერ ვერ გადალახეს. მაგალითად, გასულ შობას ტელეარხ CBS–ზე მატჩმა 29 მილიონზე მეტი მაყურებელი მიიზიდა, ხოლო მიმდინარე წლის ნოემბერში მადლიერების დღის სამ მთავარ მატჩს საშუალოდ 34,2 მილიონი ადამიანი უყურებდა.
თუმცა, Netflix-ის საშობაო ციფრები მაინც შეიძლება გაიზარდოს საერთაშორისო აუდიტორიის გამო, რომლის მონაცემებიც მომავალ კვირას გახდება ცნობილი, აღნიშნავს NYTimes.