ნავთობის ფასი ოთხშაბათს ნაშუადღევს ზრდას განაგრძობს. ივლისის Brent-ის ფიუჩერსები ლონდონის ICE Futures ბირჟაზე 0,57 დოლარით (0,68%), ბარელზე 84,51 დოლარამდე გაიზარდა. ამ დროისთვის, WTI-ის ივლისის ფიუჩერსები NYMEX-ის ბირჟაზე გაძვირდა 0,6 დოლარით (0,75%), ბარელზე 80,43 დოლარამდე.

სამშაბათს Brent-ი 1.2%-ით გაძვირდა, WTI - 2.7%-ით.

ნავთობის ფასები იზრდება ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, სადაც ისრაელის ბოლოდროინდელი საჰაერო თავდასხმის შედეგად ქალაქ რაფაში ათობით ადამიანი დაიღუპა. გარდა ამისა, წითელ ზღვაში თავს დაესხნენ კიდევ ერთ გემს.

მომავალ შაბათ-კვირას OPEC+ ქვეყნების წარმომადგენლები ონლაინ შეხვედრას გამართავენ. ბაზრის მონაწილეები ზოგადად იმედოვნებენ, რომ გლობალურ ბაზარზე საწვავის მიწოდების შეზღუდვის მიმდინარე ზომები მესამე კვარტალში ან წლის მთელ მეორე ნახევარშიც გაგრძელდება.