ნატო რუსეთზე პრევენციულ მაღალი სიზუსტის კომბინირებულ დარტყმებს განახორციელებს იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვში გადაწყვეტენ, რომ ალიანსის რომელიმე ქვეყანაზე განხორციელდეს თავდასხმა. ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ კონფერენციაზე ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ადმირალმა რობ ბაუერმა განაცხადა.
„უფრო ჭკვიანური იქნება, რომ არ დაველოდოთ და პრევენციულად დავარტყათ რუსების გამშვებ დანადგარებს, იმ შემთხვევაში თუ ისინი თავს დაესხმებიან ალიანსის წევრ სახელმწიფოს. აუცილებელია კომბინირებული მაღალი სიზუსტის დარტყმების უზრუნველყოფა, რომელიც მწყობრიდან გამოიყვანს მათ მართვის სისტემებს, რომლებიც გამოყენებულ იქნება ჩვენზე თავდასხმისთვის - ჩვენ პირველებმა უნდა მივიტანოთ იერიში“.- განაცხადა ადმირალმა რობ ბაუერმა.
ბაუერის თქმით, პოზიტიურია, რომ ნატომ გადააფასა თავდაცვის პოლიტიკა და შეცვალა ძველი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ საჭიროა დავსხდეთ და მოვითმინოთ მანამ, სანამ თავს არ დაგვესხმებიან და და ამის შემდეგ მოვახდინოთ რეაგირება.
ნატო რუსეთზე პრევენციულ დარტყმებს განახორციელებს, თუ მოსკოვში გადაწყვეტენ ალიანსის რომელიმე ქვეყანაზე განახორციელონ თავდასხმა
ირაკლი კობახიძემ, ფინეთის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ პანელზე, საქართველოს ოკუპაციაზე ისაუბრა
ნიუ-იორკში ირაკლი კობახიძე ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს შეხვდა
აზერბაიჯანი - საქართველოს ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ „საპრეზიდენტო არჩევნებს” და მის შედეგებს არ ვაღიარებთ
პაპუაშვილი ბრიუსელში - „იმედი გვაქვს, გვექნება შესაძლებლობა აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტებთან“
ევროსაბჭო პოლიტიკური განცხადებების და ფინანსური აუდიტის პასუხად - „ბახმაროში სემინარი ჩატარდა სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რაც მთავრობასთან კონსულტაციებით მომზადდა“