NASA ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, მთვარის გარშემო პირველი გაფრენისთვის ემზადება. სააგენტოს ცნობით, ოთხი ასტრონავტი 10-დღიან მისიას Artemis 2 პროგრამის ფარგლებში შეასრულებს.

NASA- ს პლანეტარული მეცნიერების განყოფილების დირექტორმა ლორი გლეიზმა განაცხადა, რომ გუნდმა გაშვების რეპეტიცია დაასრულა და გაშვებამდე საბოლოო ტესტებისთვის ემზადება. ამ ტესტების დროს სპეციალისტები გამშვებ აპარატზე საწვავს შეავსებენ და სრულ უკუთვლას ჩაატარებენ. თუ ყველა პროცედურა წარმატებით დასრულდება, გაშვება 6 მარტისთვის არის დაგეგმილი.

ეკიპაჟის შემადგენლობაში სამი ამერიკელი ასტრონავტია - რიდ ვაისმენი, ვიქტორ გლოვერი და კრისტინა კოხი - ასევე კანადელი ასტრონავტი ჯერემი ჰანსენი. NASA განმარტავს, რომ კოხი პირველი ქალი იქნება, რომელიც მთვარის მისიის შემადგენლობაში შედის.

კოსმოსური ხომალდი მთვარის უკანა მხარეს გაფრინდება და შემდეგ დედამიწისკენ დაიძვრება. სააგენტო იმედოვნებს, რომ მისია ახალ მონაცემებს მოგვაწვდის და შემდეგ ექსპედიციას, „არტემის 3“-ს, მოამზადებს, რომელიც მთვარის ზედაპირზე ადამიანების დაშვებას გეგმავს.