დიდი ბრიტანეთის ულტრამემარჯვენე პარტია Reform UK ქვეყანაში ამერიკის შეერთებული შტატების იმიგრაციისა და საბაჟო კონტროლის სააგენტოს(ICE)-ის მსგავსი მოდელის შემოღებას ითხოვს,- ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა reuters ავრცელებს. 

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ზია იუსუფის განცხადებით, ბრიტანეთში იმიგრაციის დონე ეროვნული უსაფრთხოებისთვის სავალალოა. იუსუფი, რომელიც თავად მიგრანტთა შთამომავალია, ახალი უწყებისთვის "დეპორტაციის მეთაურის"(Deportation Command) დარქმევას გეგმავს. 

ბრიტანეთის მმართველი  ლეიბორისტული პარტიის განცხადებით, ქვეყანა აქტიურად მუშაობს უკანონო ემიგრაციის შესამცირებლად, თუმცა ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის არჩევნების შემდეგ, გაერთიანებულ სამეფოში ცხოვრების უფლება 60,000-მა არალეგალმა მიიღო.

 „Reform UK ჩვენი ქვეყნის დაყოფას ცდილობს და არა ბრიტანელი ხალხისთვის სიკეთის მოტანას“, – განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ანა ტერლიმ.

მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის 650-წევრიან პარლამენტში Reform UK-ის  მხოლოდ 8 დეპუტატი ჰყავთ, პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ ისინი ლეიბორისტთა წინააღმდეგობის დაძლევას შეძლებენ.