ვატიკანმა ღვთისმსახურების სინქრონული თარგმანის AI სისტემა წარადგინა,- ინფორმაციას ამის შესახებ Engadget ავრცელებს. 

წყაროს ცნობით, პირველი წირვა, რომელიც AI თარგმანით ლათინური ენიდან ევროპულ ენებზე გადაიცემოდა წმინდა პეტრეს ტაძარში უკვე ჩატარდა.

პროექტი პილიგრიმებისა და ტურისტებისთვისა განკუთვნილი, რომლებიც ბაზილიკას სტუმრობენ.

პლატფორმა ლიტურგიის თარგმნას დაახლოებით 60 ენაზე უზრუნველყოფს. შემქმნელები ვარაუდობენ, რომ ეს უცხოელებისთვის მსახურების აღქმას გაამარტივებს.

თარგმანზე წვდომა ტაძრის შესასვლელთან განთავსებული QR-კოდების საშუალებითაა შესაძლებელი. სტუმრები სმარტფონით QR კოდს ასკანერებენ და აუდიო-ტექსტურ ვერსიას არჩეულ ენაზე იღებენ.

ტექნოლოგია კომპანია Translated-ს ეკუთვნის.

წყაროების ინფორმაციით, პროექტის გაშვება ბაზილიკის საიუბილეო ღონისძიებებს დაამთხვიეს. ვატიკანში იმედოვნებენ, რომ ინოვაცია სხვადასხვა ქვეყნიდან მორწმუნეთა ჩართულობას გაზრდის და მათ ლიტურგიის მიმდინარეობის უკეთ გააზრებაში დაეხმარება.