ზაფხული საქართველოში აქტიური ტურისტული სეზონია. ამ პერიოდში განსაკუთრებით იზრდება ბუნებასთან ახლოს დასვენების მსურველთა რაოდენობა. დაცული ტერიტორიები, მღვიმეები და კანიონები როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ვიზიტორებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მიმართულებაა. ამ ფონზე, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, რა ღირს საქართველოს ყველაზე პოპულარულ მღვიმეებსა და კანიონებზე შესვლა წელს.
იქამდე შეგახსენებთ, რომ ბოლო - 2025 წლის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე 1 250 417 ვიზიტორმა იმოგზაურა, რაც ვიზიტორთა რაოდენობის კუთხით რეკორდული მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ 2024 წელთან შედარებით, ვიზიტორთა რაოდენობა 13%-ით არის გაზრდილი.
გასულ ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა პრომეთეს მღვიმეს (285 883 ვიზიტორი), მარტვილის კანიონს (275 475 ვიზიტორი), მტირალას ეროვნულ პარკს (131 271 ვიზიტორი), სათაფლიის მღვიმესა (105 389 ვიზიტორი) და წალკის კანიონს (98 809 ვიზიტორი).
ამასთანავე, საანგარიშო პერიოდში საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა უდიდესი ნაწილი - 58.8% უცხოელი იყო.
აქვე შეგახსენებთ, რომ 1-ელი აპრილიდან საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე შესასვლელი ბილეთის ფასები გაიზარდა. შედეგად, უკვე რამდენიმე თვეა სხვადასხვა კატეგორიის ვიზიტორს ბილეთის ფასები 3-დან 20 ლარის ფარგლებში გაძვირებული ხვდებათ.
რა ღირს მღვიმეებსა და კანიონებზე შესვლა?
მარტვილის კანიონები
- 6 წლამდე ბავშვებისთვის - უფასო;
- ბილეთი ქართველი არასრულწლოვანებისთვის (6 წლიდან 18 წლამდე) - 5.5 ლარი;
- საქართველოს მოქალაქეებისა და რეზიდენტებისთვის (სრულწლოვნებისთვის) - 16 ლარი;
- უცხოელებისთვის - 40 ლარი;
- სამოქალაქო ქორწილების გაფორმების ცერემონიალი - 100 ლარი.
ოკაცეს კანიონი
- 6 წლამდე ბავშვებისთვის - უფასო;
- ბილეთი ქართველი არასრულწლოვანებისთვის (6 წლიდან 18 წლამდე) - 5.5 ლარი;
- საქართველოს მოქალაქეებისა და რეზიდენტებისთვის (სრულწლოვნებისთვის) - 16 ლარი;
- უცხოელებისთვის 30 ლარი;
- სამოქალაქო ქორწილების გაფორმების ცერემონიალი - 100 ლარი.
ოკაცეს ჩანჩქერი
- 6 წლამდე ბავშვებისთვის - უფასო;
- ბილეთი ქართველი არასრულწლოვანებისთვის (6 წლიდან 18 წლამდე) - 5.5 ლარი;
- საქართველოს მოქალაქეებისა და რეზიდენტებისთვის (სრულწლოვნებისთვის) - 12 ლარი;
- უცხოელებისთვის 20 ლარი;
- სამოქალაქო ქორწილების გაფორმების ცერემონიალი - 100 ლარი.
პრომეთეს მღვიმე
- 6 წლამდე ბავშვებისთვის - უფასო;
- ბილეთი ქართველი არასრულწლოვანებისთვის (6 წლიდან 18 წლამდე) - 5.5 ლარი;
- საქართველოს მოქალაქეებისა და რეზიდენტებისთვის (სრულწლოვნებისთვის) - 16 ლარი;
- უცხოელებისთვის 40 ლარი;
- ნავით გადაადგილება მღვიმეში რეზიდენტებისთვის - 14 ლარი;
- ნავით გადაადგილება უცხოელებისთვის - 30 ლარი;
- სამოქალაქო ქორწილების გაფორმების ცერემონიალი - 100 ლარი.
სათაფლია
- 6 წლამდე ბავშვებისთვის - უფასო;
- ბილეთი ქართველი არასრულწლოვანებისთვის (6 წლიდან 18 წლამდე) - 5.5 ლარი;
- საქართველოს მოქალაქეებისა და რეზიდენტებისთვის (სრულწლოვნებისთვის) - 15 ლარი;
- უცხოელებისთვის 30 ლარი;
- სამოქალაქო ქორწილების გაფორმების ცერემონიალი - 100 ლარი;
- „VIP მომსახურება“ - ვიზიტორთა შესვლას და ბილეთის ფასში შემავალი სერვისებით სარგებლობას სამუშაო საათების განმავლობაში მათთვის სასურველ დროს, პერსონალური, ინდივიდუალური გამყოლის თანხლებით, ცოცხალი რიგის გვერდის ავლით - 200 ლარი პლუს ბილეთი.
ნავენახევის მღვიმე
- 6 წლამდე ბავშვებისთვის - უფასო;
- 6-დან 18 წლამდე საქართველოს მოქალაქეებისა და რეზიდენტებისთვის - 5.5 ლარი;
- საქართველოს მოქალაქე სრულწლოვანი პირებისთვის - 8 ლარი;
- უცხოელებისთვის - 12 ლარი;
- „VIP მომსახურება“ - ვიზიტორთა შესვლას და ბილეთის ფასში შემავალი სერვისებით სარგებლობას სამუშაო საათების განმავლობაში მათთვის სასურველ დროს, პერსონალური, ინდივიდუალური გამყოლის თანხლებით, ცოცხალი რიგის გვერდის ავლით - 200 ლარი პლუს ბილეთი.
კომბო ბილეთები
პრომეთეს მღვიმე + ნავენახევის მღვიმე
- საქართველოს მოქალაქეებისა და რეზიდენტებისთვის - 20 ლარი;
- უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის - 45 ლარი.
პრომეთეს მღვიმე + სათაფლიას მღვიმე + ნავენახევის მღვიმე
- საქართველოს მოქალაქეებისა და რეზიდენტებისთვის - 35 ლარი;
- უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის - 75 ლარი.
მარტვილის კანიონი + კინჩხას ჩანჩქერი
- საქართველოს მოქალაქეებისა და რეზიდენტებისთვის - 22 ლარი;
- უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის - 50 ლარი.
მარტვილის კანიონი + ოკაცეს კანიონი + კინჩხას ჩანჩქერი
- საქართველოს მოქალაქეებისა და რეზიდენტებისთვის - 38 ლარი;
- უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის - 80 ლარი.
ოკაცეს კანიონი + კინჩხის ჩანჩქერი
- საქართველოს მოქალაქეებისა და რეზიდენტებისთვის - 22 ლარი;
- უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის - 40 ლარი.
პრომეთეს მღვიმე + მარტვილის კანიონი + ნავენახევი
- საქართველოს მოქალაქეებისა და რეზიდენტებისთვის - 35 ლარი;
- უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის - 85 ლარი.
პრომეთეს მღვიმე + მარტვილის კანიონი + კინჩხას ჩანჩქერი
- საქართველოს მოქალაქეებისა და რეზიდენტებისთვის - 38 ლარი;
- უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის - 90 ლარი.