საერთაშორისო ტურისტულ პლატოფორმაზე Global Travel Awards საქართველო 2026 წლის საუკეთესო განვითარებადი ტურისტული მიმართულების „Best Emerging Travel Destination“ კატეგორიაშია წარდგენილი.
ნომინაციაში გამარჯვებულები ღია კენჭისყრით გამოვლინდებიან, ხმის მიცემა 20 მარტს დასრულდება.
საქართველოსთვის ხმის მიცემა შესაძლებელია პლატფორმზე: https://globaltravelawards.co/Voting
Global Travel Awards ლონდონში მოქმედი საერთაშორისო ტურისტული პლატფორმაა, რომელიც ყოველწლიურად ატარებს მსგავს გამოკითხვებს და გამარჯვებულებს ავლენს სხვადასხვა ნომინაციაში.
Global Travel Awards-ის დაჯილდოების ცერემონია 25 მარტს, ლონდონში გაიმართება.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს