რუსეთის ეკონომიკა ზედიზედ მეორე თვეა, ეცემა - ამის შესახებ Росстат-ისა და რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მონაცემებშია ასახული.
გამოცემა The Moscow Time-ი მონაცემენბს აანალიზებს და წერს, რომ იანვარში 2,1%-იანი კლების შემდეგ რუსეთის მშპ [მთლიანი შიდა პროდუქტი] კიდევ 1,5%-ით შემცირდა, ხოლო ორი თვის დაჯამებული მაჩვენებელი 1,8%-ით დაბალი აღმოჩნდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შედეგად, მარტისთვის ეკონომიკამ დაკარგა მთელი ის ზრდა, რაც გასულ წელს აჩვენა.
ზარალი იყო Росстат-ის მონიტორინგის ქვეშ მყოფი 28 სამრეწველო სექტორიდან 22 იანვარ-თებერვალში. მეტალურგიული ქარხნების წარმოება 15%-ით, საკვები პროდუქტების 2%-ით, ხოლო ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის წარმოება კი 11.1%-ით შემცირდა. რეცესიაშია სამხედრო სექტორიც. ლითონის მზა პროდუქციის წარმოება, რომელსაც სახელმწიფო სტატისტიკა ბომბებსა და ჭურვებს აკუთვნებს, იანვარ-თებერვალში წლიურად 1.9%-ით შემცირდა.
რუსული მედია წერს, რომ ქვეყანაში საბითუმო ვაჭრობის ბრუნვა 2 თვეში 7,8%-ით დაეცა, ხოლო საცალო ვაჭრობამ ზრდა თითქმის შეწყვიტა: 0,3% თებერვალში და 0,5% წლის დასაწყისიდან. The moscow time-ის ინფორმაციით, ეს არის ყველაზე ცუდი შედეგი 2023 წლის გაზაფხულის შემდეგ.
რუსეთის სტატისტიკის სამსახური-ის მონაცემებით, წლის დასაწყისში ეკონომიკური მოგება 30%-ით დაეცა, ხოლო მსხვილმა კომპანიებმა Lukoil-მა, MMK-მა, Severstal-მა, Rusal-მა და სუპერმარკეტების ქსელ Magnit-მა გასული 2025 წელი ზარალით დაასრულეს. შედეგად მსხვილი ბიზნესის 80%-მა ინვესტიციები შეამცირა ან გაყინა, ხოლო სამი-მეოთხედი კონტრაგენტების მხრიდან გადაუხდელობის კრიზისს განიცდის.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ "ეკონომიკაზე გავლენას ახდენს სანქციები, კადრების დეფიციტი და საბიუჯეტო ხარჯების შემცირება". მათივე ცნობით, მრეწველობის ზრდის მაღალი ტემპები სახელმწიფო ხარჯების რეკორდული ზრდის ფონზე მიიღწეოდა, მაშინ როცა მიმდინარე გეგმით მათი ზრდა წელს მინიმალურია.
ექსპერტების შეფასებით, ირანში ომი და ნავთობზე ფასების ავარდნა ეკონომიკურ ზრდას დააჩქარებს, თუმცა მოკრძალებულად. კერძოდ, მშპ წლის ბოლომდე 1,3%-ით გაიზრდება, ხოლო Bloomberg რუსეთის დამატებით შემოსავალს, დაახლოებით, 40 მლრდ დოლარით აფასებს. თუმც ეს, ეკონომისტების ვარაუდით, „ჰოლანდიური დაავადების“ ახალ შეტევას დააპროვოცირებს, რომლის დროსაც „ხელსაყრელი ეკონომიკური პირობების შედეგი რენტაბელური სექტორების ვიწრო წრით შემოიფარგლება და მთლიან ეკონომიკაზე მხოლოდ მინიმალურად გავრცელდება.“
წყარო: "მთავარი"