ტურისტულმა სერვისმა JustCover-მა მსოფლიოს ყველაზე ფერადი ქალაქების სია შეადგინა. ექსპერტებმა შეისწავლეს 78 პოპულარული ტურისტული ადგილის ფოტოები და გააანალიზეს სხვადასხვა ურბანულ სივრცეებში უნიკალური ფერების რაოდენობა.

პირველ ადგილზე გავიდა პორტუგალიის დედაქალაქი ლისაბონი: იქ 2.6 მილიონზე მეტი სხვადასხვა ფერი დაითვალეს. რეიტინგში მესამე ადგილი კიდევ ერთმა პორტუგალიურმა ქალაქმა, პორტუმ დაიკავა.

მკვლევრების თქმით, პორტუგალიური ქალაქები გამორჩეული დეტალების წყალობით ლიდერობენ: პასტელის ფერის შენობების ფასადები, ისტორიულ კვარტალებში ტრადიციული აზულეხოს ფილები, ლისაბონის ცნობილი ყვითელი ტრამვაი და ტერაკოტის სახურავები.

JustCover აღნიშნავს, რომ ტურისტები სულ უფრო ხშირად ირჩევენ მოგზაურობის მიმართულებებს იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ქალაქი ფოტოებზე.

JustCover-ის ვერსიით მსოფლიოს 10 ყველაზე კაშკაშა ქალაქი:

ლისაბონი, პორტუგალია
კუალა ლუმპური, მალაიზია
პორტო, პორტუგალია
კარტახენა, კოლუმბია
რიო დე ჟანეირო, ბრაზილია
გუანახუატო, მექსიკა
ჰავანა, კუბა
ჰანოი, ვიეტნამი
ნიუ ორლეანი შეერთებული შტატები
მედელინი, კოლუმბია

წყარო: 34travel.me