მსოფლიოს 500 უმდიდრესმა ადამიანმა 2023 წლის პირველ ნახევარში თავისი ქონება 852 მილიარდი დოლარით გაზარდა. Tesla-ს, SpaceX-ისა და Twitter-ის მფლობელი, ილონ მასკი მდიდრების რეიტინგში კვლავ ლიდერობს. ამის შესახებ Bloomberg-ი იტყობინება.
გამოცემის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები ბოლო 6 თვის განმავლობაში დღეში საშუალოდ 14 მლნ დოლარს გამოიმუშავებდნენ.
2020 წლის ბოლო ნახევრის შემდეგ, ეს საუკეთესო ნახევარი მილიარდერებისთვის, რადგან კორონავირუსით გამოწვეული ვარდნისგან მსოფლიოს ეკონომიკამ გამოჯანმრთელება დაიწყო.
ასე რომ, მასკმა მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში 96,6 მლრდ დოლარით გაზარდა თავისი ქონება. ამავდროულად, მასკის კაპიტალის ზრდა გრძელდება: 3 ივლისს Tesla-ს აქციები 6,9%-ით გაიზარდა, ბიზნესმენს კიდევ 13 მლრდ დოლარი მოუტანა. ახლა მისი ქონება 234 მლრდ დოლარადაა შეფასებული.
ფრანგმა მილიარდერმა, LVMH-ის (ბრენდები Louis Vuitton, Moet & Chandon, Christian Dior, Fendi, Givenchy და ა.შ.) მფლობელმა ბერნარ არნომ კვლავ ვერ გაუსწრო მასკს. 2023 წლის პირველ 6 თვეში მან 38,2 მლრდ დოლარის გამომუშავება მოახერხა, მისი კაპიტალის ჯამური ღირებულება 200 მილიარდი დოლარია.
მესამე ადგილზე Amazon-ის მფლობელი ჯეფ ბეზოსია, რომლის ქონება თითქმის 154 მლრდ დოლარადაა შეფასებული.
Meta Platforms-ის მფლობელმა მარკ ცუკერბერგმა, რომელიც სოციალურ ქსელებს Facebook-ს, Instagram-სა და WhatsApp-ს ფლობს, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ფინანსური მდგომარეობა. ივნისში მისი კაპიტალი 58,9 მლრდ დოლარით გაიზარდა და ახლა 104 მლრდ დოლარს შეადგენს.
ტოპ ათეულში ასევე შედის Microsort-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი ($134 მლრდ), Oracle-ის დამფუძნებელი და Tesla-ს აქციონერი ლარი ელისონი (133 მლრდ დოლარი), Microsoft-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი სტივ ბალმერი ($118 მლრდ), ინვესტორი უორენ ბაფეტი ($115 მლრდ), Alp-ის თანადამფუძნებელი ლარი პეიჯი ($110 მილიარდი) და Google-ის თანადამფუძნებელი სერგეი ბრინი ($104 მილიარდი).