Lodging Econometrics–ის (LE) უახლესი ანგარიშის თანახმად, 2026 წლის მეორე კვარტალის ბოლოსთვის, მშენებარე სასტუმროების გლობალურმა პორტფელმა ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია - 15,976 პროექტი 2,433,948 გასაღებით.
კვარტალის ბოლოს, მსოფლიო მასშტაბით მშენებლობის პროცესში იყო 6,174 ქონება 1,043,290 ნომრით. კიდევ 3743 – ის მშენებლობის დაწყება, 530 326 ნომრით, მომდევნო 12 თვის განმავლობაში იყო დაგეგმილი.
ადრეული დაგეგმვის ეტაპზე პროექტების რაოდენობამ ასევე რეკორდულ ნიშნულს მიაღწია — 6,059 პროექტი 860,332 ოთახით. ეს წარმოადგენს პროექტების 5%-იან და ოთახების 8%-იან ზრდას წინა წელთან შედარებით.
სასტუმროების რებრენდინგის გლობალური პროექტების პორტფელმა რეკორდულ მაჩვენებელს - 2,927 პროექტს მიაღწია, რაც 351,257 ნომერს მოიცავდა (+სასტუმროების 12%, + ნომრების 17% წინა წელთან შედარებით). საერთო ჯამში, სასტუმროების რემონტმა და ახალ ბრენდებზე გადაყვანამ 3,760 პროექტი მოიცვა, რაც 521,849 ნომერს მოიცავდა (+სასტუმროების 8%, + ნომრების 5% 2025 წლის მეორე კვარტალთან შედარებით).
სასტუმროების მშენებლობის მხრივ, აშშ კვლავ ლიდერობს 5,975 პროექტით, რომელიც 703,001 ნომერს მოიცავს, შემდეგ მოდის ჩინეთი 3,588 პროექტით და 632,256 ნომრით. შეერთებულ შტატებზე მოდის ყველა პროექტის 37%, ხოლო ჩინეთზე - 22%, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ორი ბაზარი ერთად მსოფლიო სასტუმროების ტევადობის 59%-ს შეადგენს.
ვრცლად buyingbusinesstravel – ზე