აგვისტოს ბოლოს მოახლოებასთან ერთად და ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ტემპერატურის (სულ მცირე, ოდნავ მაინც) დაცემასთან ერთად, მოგზაურებმა, რომლებიც გონივრულად ერიდებოდნენ ცხელ ურბანულ ცენტრებს, შეიძლება კვლავ განიხილონ დიდ ქალაქში მოგზაურობა.

შთაგონების ძიებაში, Premier Inn-მა გადაწყვიტა, სამეცნიერო მიდგომა გამოეყენებინა ზაფხულის არდადეგებისთვის ულამაზესი ქალაქების სიის შესადგენად. კომპანიამ მსოფლიოს 60-ზე მეტი მსხვილი ქალაქის ზაფხულის ფოტოები შეაგროვა და თვალის მიკვლევის ტექნოლოგიის(eye-tracking technology) გამოყენებით შეისწავლა, რომელი ფოტოები იპყრობს ყურადღებას ყველაზე სწრაფად და რომელზე რჩება მზერა ყველაზე დიდხანს.

მსოფლიოს ულამაზესი ზაფხულის ქალაქები

კვლევის თანახმად, ყველაზე ლამაზი ზაფხულის ქალაქი კანადის ქალაქი ბანფი გახდა, რომელმაც 100-დან 96.0 ქულა მიიღო. საშუალოდ, მონაწილეები 3.2 წამს უთმობდნენ ამ კანადური ქალაქის სურათს, სადაც მყუდრო ხის სახლებია გამოსახული, რომლებიც დიდებული მთებით არის გარშემორტყმული - უფრო მეტხანს, ვიდრე კვლევაში მონაწილე ნებისმიერ სხვა სურათში.

მეორე ადგილზეა საბერძნეთის ქალაქი მიკონოსი, 100-დან 87.3 ქულით. ცნობილი თეთრად შეღებილი სახლებითა და კაშკაშა ლურჯი ზღვით, მიკონოსი იყო ქალაქი, რომელიც ადამიანებმა ყველაზე სწრაფად შენიშნეს: კვლევის მონაწილეებს მის შესამჩნევად მხოლოდ 1.5 წამი დასჭირდათ.

მიკონოსს ოდნავ ჩამორჩება ავსტრალიური სიდნეი, რომელმაც 85.6 ქულა დააგროვა: ქალაქი, რომლის ცოცხალი ურბანული პლაჟები და მშვიდი ატმოსფერო ზაფხულს განასახიერებს.

სრული ათეული ასე გამოიყურება:

ბანფი, კანადა
მიკონოსი, საბერძნეთი
სიდნეი, ავსტრალია
ბრიუგე, ბელგია
ბრისტოლი, დიდი ბრიტანეთი
პალმა-დე-მალიორკა, ესპანეთი
კიოტო, იაპონია
კოტორი, მონტენეგრო
ოკლენდი, ახალი ზელანდია
ლოს-ანჯელესი, აშშ

ვრცლად euronews – ზე