იაპონურმა სავაჭრო სახლმა Mitsubishi Corp.-მა განაცხადა, რომ ქვეყნის სამი რეგიონის სანაპიროზე ოფშორული ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის პროექტებს ამცირებს. როგორც ABC.AZ იუწყება, ამის შესახებ გაზეთი Asahi Shimbun წერს.

საუბარია პროექტებზე აკიტას პრეფექტურის ორი და ჩიბას პრეფექტურის ერთი რეგიონის სანაპირო ზოლში.

კომპანია მიზეზებად ვიწრო მიწოდების ჯაჭვებს, ინფლაციას, მზარდ საპროცენტო განაკვეთებსა და ცვალებად გაცვლით კურსებს ასახელებს. თებერვალში კომპანიამ ამ პროექტებთან დაკავშირებით 53.2 მილიარდი იენის (353 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების ზარალზე განაცხადა.

ვრცლად abc.az – ზე