ამერიკული Meta ნერგავს ხელოვნურ ინტელექტზე (AI) დაფუძნებულ ინსტრუმენტს, რომელიც ეხმარება მომხმარებლებს შექმნან AI პერსონაჟები Instagram-სა და Facebook-ზე, წერს Financial Times.

კომპანია მოელის, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში შეავსოს თავისი სოციალური ქსელები ასეთი პერსონაჟებით, ახალგაზრდული აუდიტორიის მოზიდვისა და შენარჩუნების მიზნით.

„ჩვენ ველით, რომ ეს AI-ები საბოლოოდ იარსებებს ჩვენს პლატფორმებზე, ისევე როგორც ანგარიშები (რეგულარული მომხმარებლები),“ - განუცხადა გამოცემას კონორ ჰეისმა, Meta გენერაციული AI პროდუქტების ვიცე-პრეზიდენტმა.

„მათ ექნებათ ბიოგრაფია და ავატარები და შეძლებენ შექმნან კონტენტი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით და გააზიარონ იგი პლატფორმაზე“, - დასძინა მან.

interfax