ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) უახლესი რეგიონული ეკონომიკური ანგარიშის (Regional Economic Prospects) მიხედვით, 2022 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კვარტალური ზრდის ადრეული შეფასებების მონაცემები წინასწარია და შესაძლოა გადაისინჯოს.

„ჩვენს ახალ ანგარიშს თავის გატანას ვუწოდებთ. ინფლაციას, შესაძლოა, კლების ტენდენცია ჰქონდეს, მაგრამ ის ჯერ კიდევ ორნიშნა რჩება იმ ქვეყნების სამ მეოთხედზე მეტში, სადაც ჩვენ ვმუშაობთ. ჩვენ ასევე გვაქვს უამრავი ფაქტი იმისა, რომ EBRD-ის რეგიონებში ოჯახები სიძნელეებს განიცდიან, რადგან მათ მოუწიათ ორ რეცესიასთან გამკლავება ერთი მეორის მიყოლებით”, – განაცხადა EBRD-ის მთავარმა ეკონომისტმა, ბეატა იავორჩიკმა.

მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციამ კლება დაიწყო (ენერგიის ფასების შემცირების გამო), მარტში EBRD-ის რეგიონებში ის მაინც საშუალოდ 14.3 პროცენტს შეადგენდა.

„EBRD-ის გამოკითხვის „ცხოვრება გარდამავალ პერიოდში“ შემდეგი რაუნდის წინასწარი შედეგები, ოჯახების რეპრეზენტაციული გამოკითხვა, რომელიც ჩატარდა EBRD-ის მიერ მსოფლიო ბანკთან პარტნიორობით, მიუთითებს იმაზე, რომ EBRD-ის რეგიონებში ოჯახების 55 პროცენტს არ შეუძლია ფულის გადადება, რადგან ისინი ხელფასიდან ხელფასამდე ცხოვრობენ, ხოლო გამოკითხულთა 10 პროცენტი აცხადებს, რომ ვალები აქვს.

ოჯახების უმეტესობას აქვს ძალიან შეზღუდული დანაზოგები; EBRD-ის რეგიონებში ოჯახების 59 პროცენტი აცხადებს, რომ არ შეუძლია, დაფაროს ძირითადი ხარჯები თავისი დანაზოგიდან ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.

გამოკითხვის – „ცხოვრება გარდამავალ პერიოდში“ დამატებითი მონაცემები წლის ბოლოს გამოქვეყნდება, EBRD-ის ანგარიშთან ერთად გარდამავალი პერიოდის შესახებ“, – აცხადებენ EBRD-ში.