„მანჩესტერ იუნაიტედს“ კატარის შეიხი ჯასიმ ბინ ჰამად ალ-ტანი ყიდულობს. ამის შესახებ ადგილობრივი გაზეთი Al Watan იტყობინება, რომელიც კატარის სამეფო ოჯახის საკუთრებაშია.
მიუხედავად იმისა, რომ ტენდერში შეიხის გამარჯვების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გამოცხადებულა, Reuters-ის ცნობით, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე კლუბის აქციები ვაჭრობის გახსნამდე 20%-ით გაიზარდა.
პოტენციური შეთანხმების ღირებულება ჯერჯერობით უცნობია. ბრიტანული მედიის ცნობით, კატარის მხარემ მესაკუთრეებს 5 მილიარდი ფუნტი (6,3 მილიარდი დოლარი) შესთავაზა. კლუბის ყიდვა ასევე სურდა ბრიტანელ ბიზნესმენ ჯიმ რეტკლიფს, რომელიც ნავთობქიმიურ კომპანია Ineos-ს ფლობს.
„მანჩესტერ იუნაიტედი“ 2005 წლიდან ავრამ გლეიზერის ოჯახის საკუთრებაა. 2022 წლის ნოემბერში კლუბის მფლობელებმა განაცხადეს, რომ მისი გაყიდვა სურდათ.
ამერიკელმა ბიზნესმენმა მალკოლმ გლეიზერმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ აქციების ყიდვა 2000-იანი წლებიდან დაიწყო, საკონტროლო პაკეტი კი 2005 წელს მიიღო.
მთლიანობაში გლეიზერმა საფეხბურთო კლუბის შესყიდვაზე დაახლოებით 1,5 მილიარდი დოლარი დახარჯა.