საკონსულტაციო კომპანიას Brand Finance მიხედვით, ინგლისურმა „მანჩესტერ სიტიმ"  საფეხბურთო კლუბების ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების სიაში პირველი ადგილი დაიკავა. კლუბის ბრენდი 1,562 მლრდ დოლარადაა შეფასებული.

მეორე ადგილზე ესპანური „რეალი“ (1,513 მილიარდი), მესამეზე - ესპანური „ბარსელონა“ (1,425 მილიარდი).

ტოპ ათეულში ასევე მოხვდა ინგლისური „მანჩესტერ იუნაიტედი“ (1,412 მილიარდი) და „ლივერპული“ (1,411 მილიარდი), ფრანგული „პარი სენ-ჟერმენი“ (1,174 მილიარდი), გერმანული „მიუნხენის ბაიერნი“ (1,140 მილიარდი), ინგლისური „არსენალი“ (940 მილიონი), „ტოტენჰემი“ (931 მილიონი) და „ჩელსი“ (893 მილიონი).

„მანჩესტერ სიტიმ" წელს ჩემპიონობა და ასოციაციის თასი მოიგო. მას ჩემპიონთა ლიგაზეც აქვს პრეტენზია. ის 10 ივნისს ტურნირის ფინალში იტალიურ „ინტერთან" ითამაშებს.