ლუბლინი (პოლონეთი) და კირუნა (შვედეთი) 2029 წლის ევროპის კულტურული დედაქალაქის ტიტულს მიიღებენ. ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს

ლუბლინს აქვს მრავალი კულტურული ძეგლი: ძველი ქალაქი ვიწრო ქუჩებით, მოედნებით და ისტორიული შენობებით შესანიშნავად არის შემონახული. ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა გოთურ სტილში აშენებული ლუბლინის ციხე.

კირუნა არის შვედეთის ყველაზე ჩრდილოეთი ქალაქი, რომელიც მდებარეობს არქტიკული წრიდან ჩრდილოეთით დაახლოებით 200 კილომეტრში. ქალაქი ცნობილია თავისი მდიდარი ისტორიით, რომელიც დაკავშირებულია სამთო მოპოვებასთან და საამების – ჩრდილოეთის მკვიდრი ხალხის გამორჩეული კულტურით.