საავტომობილო კომპანია Stellantis საფრანგეთში მდებარე ქარხანაში ახალი ფურგონის წარმოებაში 1 მილიარდ ევროზე მეტის ინვესტირებას გეგმავს. Bloomberg-ის ცნობით, ეს Stellantis-ის ევროპული წარმოების ობიექტების უფრო ფართო რეორგანიზაციის ნაწილია.

სააგენტოს წყაროების ცნობით, Fiat-ის, Opel-ის, Peugeot-ისა და Citroën-ის ავტომობილების მწარმოებელი ჩრდილოეთ საფრანგეთში, ჰორდენში არსებულ ქარხანას მოდერნიზებას ახორციელებს და ახალი ავტომობილის მოდელის წარმოების უზრუნველსაყოფად ქვეყნის სხვა რეგიონებში კვლევასა და განვითარებაში (R&D) ინვესტიციებს დებს. მოსალოდნელია, რომ Stellantis დაიბრუნებს კონტროლს წარმოების პროცესის იმ ნაწილებზე, რომლებსაც ამჟამად მომწოდებლები ასრულებენ და ყურადღებას გაამახვილებს ავტომატიზაციის გაზრდაზე ორდენის ქარხნის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად.

ვრცლად liga.net – ზე