ლონდონის მეტროს თანამშრომლებმა გაფიცვების სერია გამოაცხადეს, რომელიც 5 სექტემბერს დაიწყება და ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. პროტესტი ორგანიზებულია პროფკავშირი RMT–ის მიერ არასაკმარისი ანაზღაურების, ზედმეტი სამუშაო დატვირთვისა და მენეჯმენტის მიერ შეთანხმებების შეუსრულებლობის გამო.

მანამდე, სახელმწიფო სატრანსპორტო კომპანია „Transport for London“-მა თანამშრომლებს ხელფასის 3.4%-ით გაზრდა შესთავაზა და განაცხადა, რომ მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის მზად იყო, თუმცა მენეჯმენტმა სამუშაო კვირის 35 საათამდე შემცირების მოთხოვნა შეუსაბამოდ მიიჩნია.

ვრცლად 34travel.me – ზე