პროფესიონალებისთვის მსოფლიოში ყველაზე დიდი სოციალური მედიის პლატფორმა LinkedIn, 716 თანამშრომელს ათავისუფლებს და ჩინეთში app- ს ხურავს - ამის შესახებ ინფორმაციას cnn busiess ავრცელებს.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის რაიან როსლანსკის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მომხმარებელთა ქცევის შეცვლის და შემოსავლების ნელი ზრდის ფონზე მიიღო.
LinkedIn, ამ გადაწყვეტილებით აშშ- ის იმ ტექნოლოგიურ გიგანტებს შეუერთდა, რომლებმაც კადრების შემცირების გადაწყვეტილება მარტში მიიღეს.
მეტამ მარტში 10 000 -მდე თანამშრომელი გაათავისუფლა, amazon-მა კი 9000 სამუშაო ადგილი შეამცირა.
„როგორც ვგეგმავთ [2024 ფისკალურ წელს], ჩვენ ველით, რომ მაკროგარემო დარჩება გამოწვევად“, - თქვა როსლანსკიმ.
კომპანიის სპიკერის თქმით, LinkedIn-ი გარკვეულწილად ჩინეთში პოზიციას შეინარჩუნებს, მათ შორის იქ მოქმედ კომპანიებს მიაწვდის სერვისებს დაიქირავებს და მოამზადებს თანამშრომლებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
LinkedIn ბოლო ძირითადი დასავლური სოციალური მედიის აპლიკაციაა, რომელიც ჯერ კიდევ მუშაობს ჩინეთში. Twitter, Facebook და Youtube აკრძალულია ქვეყანაში ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. Google - მა ჩინეთი 2010 წელს დატოვა.