საქართველოში, სერბეთსა და უნგრეთში კორუფციისა და ავტორიტარიზმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებზე მოქალაქეები ქუჩებში გამოდიან - მხარს ვუჭერ ყველას, ვინც დემოკრატიული მომავლისთვის იბრძვის, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, როჯერ უიკერი (რესპუბლიკური პარტია) X-ზე წერს.

„საქართველოში, სერბეთსა და უნგრეთში კორუფციისა და ავტორიტარიზმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებზე მოქალაქეები ქუჩებში გამოდიან. მე მხარს ვუჭერ ყველას, ვინც დემოკრატიული მომავლისთვის იბრძვის. ლიდერებმა პატივი უნდა სცენ თავიანთი მოქალაქეების მოწოდებას ანგარიშვალდებულებისკენ და არ უნდა უპასუხონ მათ კრემლის სტილის რეპრესიებით“, - წერს უიკერი.

ipn.ge