რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა, სადაც 24 და 25 აპრილს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას უხელმძღვანელებს, - ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ გაავრცელა.

„სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა. ხვალ მისი თავმჯდომარეობით გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება", - დაწერა მან Telegram-ზე.

დღეს სერგეი ლავროვი გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშს შეხვდება.