ლეგენდარული პორტუგალიელი შემტევი კრიშტიანუ რონალდუ მრავალ ბიზნესშია ჩართული და სულ ახლახან, ესპანეთის მეორე დივიზიონის კლუბის, ალმერიას 25%-იანი წილის მფლობელი გახდა.
კომპანია CR7 Sports Investments-ის მეშვეობით განხორციელებული გარიგების ფინანსური პირობები არ გახმაურებულა, თუმცა ეს გადაწყვეტილება რონალდუს მხრიდან გრძელვადიან სტრატეგიულ ინვესტიციად ითვლება.
“დიდი ხანია მაქვს იმის ამბიცია, რომ ფეხბურთში მოედნის მიღმაც წვლილი შევიტანო. ალმერია ესპანური კლუბია, რომელსაც ზრდის აშკარა პოტენციალი აქვს. მსურს, კლუბის ხელმძღვანელობასთან ვითანამშრომლო, რათა გუნდს განვითარებაში დავეხმარო” - განაცხადა რონალდუმ.
ვთქვათ ისიც, რომ “ალმერია” 2025 წლის მაისში საუდის არაბეთის საინვესტიციო ჯგუფმა შეიძინა. ამ გუნდის პრეზიდენტი, მოჰამედ ალ ხერეიჯი რონალდუსთან თანამშრლომლობით აღფრთოვანებულია: “ის მოედანზე საუკეთესოდ ითვლება და ესპანეთის ლიგას კარგად იცნობს, ასევე ჩვენი აკადემიის პოტენციალსაც ხედავს” - განაცხადა ხერეიჯიმ.
2024 წელს ლა ლიგა 2-ში დაქვეითებული “ალმერია” ამ სეზონში მშვენივრად გამოიყურება და ჩემპიონატის ცხრილში 48 ქულით მესამე ადგილს იკავებს და ლიდერ “რასინგს” 2 ქულით ჩამორჩება.
კრიშტიანუ რონალდუმ “ალმერიას” 25%-იანი წილი შეიძინა - გარიგების ფინანსური პირობები არ გახმაურებულა (bm.ge)
მე არ მჯერა, რომ ხელისუფლებას ვინმე სთხოვდა ომში ჩართვას, წარმოადგინონ დოკუმენტები - ვახტანგ ძაბირაძე
თბილისში ტაილანდის საკონსულო გაიხსნება
საქართველოს მიმართ აშშ-ის დღევანდელი დისტანცირებული პოზიცია ალოგიკურია და კითხვის ნიშანს ბადებს - ირაკლი კობახიძე
„ქვეყნის სიძლიერე იზომება არამხოლოდ პოლიტიკური სტაბილურობით თუ ეკონომიკური განვითარებით, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის განვითარება იზომება მისი კულტურული საძირკვლის სიმტკიცით“
გერმანიიდან დეპორტირებულთა შორის ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქეა
თბილისში ბინის ქირა გაიაფდა - TBC Capital
1772199600