საქართველოში ტაილანდის საკონსულო გაიხსნება, შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა ხელი.

განკარგულების თანახმად, მთავრობა გასცემს თანხმობას დედაქალაქში საკონსულო ტაილანდის საპატიო კონსულის მეთაურობით გაიხსნას.

საქართველოსა და ტაილანდის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 ივლისს დამყარდა. დღეისთვის საქართველოს ემსახურება თურქეთის დედაქალაქში არსებული ტაილანდის სამეფოს საელჩო.