დიდმა ბრიტანეთმა ირანიდან თავისი საელჩოს თანამშრომლები დროებით გაიყვანა. გადაწყვეტილება ირანზე აშშ-ის შესაძლო თავდასხმის გამო მიიღეს.

"ირანიდან დიდი ბრიტანეთის საელჩოს თანამშრომლების დროებით გამოსაყვანად სიფრთხილის ზომები მივიღეთ. ჩვენი საელჩო მუშაობას დისტანციურად აგრძელებს". - წერს დიდი ბრიტანეთის მთავრობა.

ცნობისთვის, მსოფლიოში აშშ-ს უდიდესი ავიამზიდი, USS Gerald R. Ford ისრაელის სანაპიროს მიუახლოვდა.

26 თებერვალს აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართა. გამოცემა Wall Street Journal წერს, რომ აშშ-ს წარმომადგენლებმა, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა, ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებზე ხამენეის რეჟიმს "მკაცრი მოთხოვნები' წაუყენეს.

აშშ-ს მაღალჩინოსნების თქმით, არსებული მოლოდინით, ჟენევაში მოლაპარაკებებზე ამერიკულ მხარეს ირანისთვის უნდა მოეთხოვა, რომ სამივე ბირთვული ობიექტი - ფორდო, ნათანზი და ისპაანი - უნდა დაიშალოს და რეჟიმის ხელთ დარჩენილი ყოველგვარი გამდიდრებული ურანი აშშ-ს უნდა გადაეცეს.

ამასთან, წყაროების მიხედვით, აშშ-ს დელეგაციის კიდევ ერთ მოთხოვნას უნდა წარმოადგენდეს, რომ ნებისმიერი ბირთვული შეთანხმება სამუდამო უნდა იყოს და არ უნდა ჰქონდეს ვადა. ცნობისთვის, ობამას ადმინისტრაციის მიერ მიღწეული 2015 წლის ბირთვული შეთანხმება (JCPOA), რომელსაც რესპუბლიკელები ზედმეტად სუსტ დოკუმენტად თვლიდნენ და რომელი შეთანხმებიდანაც ტრამპმა აშშ პირველი ვადის დროს გამოიყვანა, გარკვეული პერიოდის შემდეგ ირანზე შეზღუდვების მოხსნას გულისხმობდა. 

ისრაელის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 28 თებერვალს მან მიიტანა „პრევენციული დარტყმა“ ირანზე და ისრაელის მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა - დარჩნენ დაცულ ზონებში.

„ისრაელის სახელმწიფომ მიიტანა პრევენციული დარტყმა ირანზე. თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ ისრაელის მთელ ტერიტორიაზე შემოღებულია „საგანგებო და მყისიერი საგანგებო მდგომარეობა“. ადგილობრივი მედია წერს, რომ თეირანის ცენტრში აფეთქებებია.

ჯერჯერობით არ გავრცელებულა ოფიციალური ცნობები ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ირანში.

ვრცელდება ცნობები, რომ აშშ-ის საელჩო კატარში თანამშრომლებს თავდაცვის ზომებისკენ მოუწოდებს და ამ რეჟიმში ურჩევს დარჩენას, შემდგომი დირექტივების მიღებამდე.

ერაყის ტრანსპორტის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება საჰაერო სივრცის დაკეტვის შესახებ.

კანადის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საელჩოს თანამშრომლების ნაწილის თელ-ავივიდან გაყვანის შესახებ - „რეგიონში განგრძობადი დაძაბულობის“ გამო. თუმცა, მთავრობის განცხადებით, საელჩო კვლავ აგრძელებს მუშაობას. კანადა მოუწოდებს ირანში მყოფ მოქალაქეებს, შეძლებისდაგვარად დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა.

მანამდე ჩინეთმა საკუთარ მოქალაქეები გააფრთხილა, ირანში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ. ამის მიზეზად იმას ასახელებს, რომ ირანი აშშ-ის თავდასხმის საფრთხის წინაშეა და უსაფრთხოების რისკები გაზრდილია.

"ირანში არსებული უსაფრთხოების სიტუაციის გათვალისწინებით, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ირანში ჩინეთის საელჩოები და საკონსულოები ჩინეთის მოქალაქეებს ვახსენებთ, რომ ამ ეტაპზე ირანში მოგზაურობას თავი აარიდონ.

ამჟამად ირანში მყოფ ჩინეთის მოქალაქეებს კი ვურჩევთ, რომ უსაფრთხოების ზომები გააძლიერონ და რაც შეიძლება მალე ევაკუაცია მოახდინონ". - წერია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, მსოფლიოში აშშ-ს უდიდესი ავიამზიდი, USS Gerald R. Ford ისრაელის სანაპიროს მიუახლოვდა.

26 თებერვალს აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართა. გამოცემა Wall Street Journal წერს, რომ აშშ-ს წარმომადგენლებმა, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა, ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებზე ხამენეის რეჟიმს "მკაცრი მოთხოვნები' წაუყენეს.

აშშ-ს მაღალჩინოსნების თქმით, არსებული მოლოდინით, ჟენევაში მოლაპარაკებებზე ამერიკულ მხარეს ირანისთვის უნდა მოეთხოვა, რომ სამივე ბირთვული ობიექტი - ფორდო, ნათანზი და ისპაანი - უნდა დაიშალოს და რეჟიმის ხელთ დარჩენილი ყოველგვარი გამდიდრებული ურანი აშშ-ს უნდა გადაეცეს.

ამასთან, წყაროების მიხედვით, აშშ-ს დელეგაციის კიდევ ერთ მოთხოვნას უნდა წარმოადგენდეს, რომ ნებისმიერი ბირთვული შეთანხმება სამუდამო უნდა იყოს და არ უნდა ჰქონდეს ვადა. ცნობისთვის, ობამას ადმინისტრაციის მიერ მიღწეული 2015 წლის ბირთვული შეთანხმება (JCPOA), რომელსაც რესპუბლიკელები ზედმეტად სუსტ დოკუმენტად თვლიდნენ და რომელი შეთანხმებიდანაც ტრამპმა აშშ პირველი ვადის დროს გამოიყვანა, გარკვეული პერიოდის შემდეგ ირანზე შეზღუდვების მოხსნას გულისხმობდა. 

იგივე მოწოდებები აქვთ ევროპულ ქვეყნებსაც.

საფრანგეთი და იტალია საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ისრაელსა და ირანში მოგზაურობისგან.

საფრანგეთის მთავრობამ მოუწოდა თავის მოქალაქეებს, არ იმოგზაურონ ისრაელში, იერუსალიმსა და დასავლეთ ნაპირზე, თუნდაც ტურისტული ან ოჯახური ვიზიტების მიზნით. საფრანგეთმა ასევე ურჩია რეგიონში მყოფ საფრანგეთის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ დემონსტრაციებისა და მიტინგებისგან და ყურადღება მიაქციონ თავშესაფრებს.

პარალელურად, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა თავის მოქალაქეებს, დატოვონ ირანი და ურჩია, უკიდურესი სიფრთხილე გამოიჩინონ ახლო აღმოსავლეთში, უსაფრთხოების მუდმივად არასტაბილური მდგომარეობის გამო.

„იტალიელებს, რომლებიც (ირანში) ტურიზმის მიზნით იმყოფებიან ან რომელთა ყოფნა მკაცრად აუცილებელი არ არის, მოვუწოდებთ, დატოვონ ქვეყანა“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

იტალიის საგარეო უწყების განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ერაყსა და ლიბანში მოგზაურობაც მკაცრად არ არის რეკომენდებული. იტალიის საგარეო უწყება ისრაელში მყოფ იტალიელ მოქალაქეებს ურჩევს, მაქსიმალური სიფრთხილე და სიფხიზლე შეინარჩუნონ.

აშშ-ირანის მორიგ შეხვედრამდე პრეზიდენტმა ტრამპმა ერისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ ირანი განაგრძობს ბირთვული იარაღისა და ბალისტიკური რაკეტების პროგრამის განვითარებას. ამავდროულად, ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსის თქმით, თეთრ სახლს აქვს მტკიცებულებები, რომელიც მიანიშნებს, რომ აშშ-ს იერიშების შემდეგ თეირანმა ბირთვული პროგრამის აღდგენა ხელახლა სცადა.